აგნია ქალწული
აგნია ქალწული Agnes Romana | |
---|---|
| |
დაიბადა |
III საუკუნე რომი |
გარდაიცვალა |
IV საუკუნე რომი |
დასაფლავებულია | სანტ-ანეზე-ფუორი-ლე-მურა |
ხსენების დღე | 21 იანვარი |
ენა | ლათინური ენა |
წმინდა მოწამე აგნია — წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 იანვარი, ახალი სტილით — 3 თებერვალი.
კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა III საუკუნეში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, მის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როდესაც აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიმ ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა — უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველა შემოსულს თვალებს უბინდავდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს მკვდარი დაეცა მიწაზე, მაგრამ წმინდანის მხურვალე ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრული ხალხის წინაშე განაცხადა: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!“ ამ სასწაულის მხილველმა 160 ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მოწამეობრივად აღესრულა წარმართთა ხელით.
წმინდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს — კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (დაახლ. 304). წმინდა მოწამე მშობლებმა ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმინდანთა ცხოვრება“, ტ. 1, გვ. 101-102, თბ., 2001